არჩილ თალაკვაძე - თავდაცვის სფეროში საქართველოს რეფორმები სათანადოდ არის დანახული პარტნიორების მხრიდან
საქართველოს რეფორმები თავდაცვის სფეროში სათანადოდ არის დანახული პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ რეფორმების მიმართულებით დასახული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა
„ჩვენ გვაქვს თავდაცვის თანამედროვე სისტემა და ამავე დროს პროგრესული, ძლიერი სამშვიდობო ინიციატივები. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი მოკავშირეების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ რეფორმების მიმართულებით დასახული ამოცანა ძალიან კარგად შეასრულა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.