არჩილ თალაკვაძე - თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა წინაპირობების გარეშეა გამოხატული
საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, პროგრესის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას ჩვენი ნომერ პირველ პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერით, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცეა და ქვეყანა აგრძელებს სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
„საქართველოს მიმართ ძლიერი ხარდაჭერაა გამოხატული და ასევე მხედაჭერილია ის პროგრესი, რასაც ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერით მივაღწიეთ ამ დროის მანძილზე. იყო ბევრი კრიტიკული მოსაზრება ოპოზიციის მხრიდან, იყო სპეკულაციებიც. დღეს უკვე მიღებულ დოკუმენტში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ იქ მხარდაჭერაა გამოხატული ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რასაკვირველია, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, აგრძელებს პროგრესის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას ჩვენი ნომერ პირველ პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერით. დღეს ყველას შეუძლია მიღებული დოკუმენტი წაიკითხოს, სადაც საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ყველა წინაპირობის გარეშე გამოხატულია. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, რასაკვირველია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის მტკიცე, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ვაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებას აშშ-სთან და რაც მთავარია, საქართველო აგრძელებს საკუთარი დემოკრატიის განვითარებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.