არჩილ თალაკვაძე - ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტი პრინციპულ რეზოლუციას მიიღებს
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტი პრინციპულ რეზოლუციას მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ჩვენი გუნდის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს და მცირე დრო დასჭირდება იმას, რომ რეზოლუციის საბოლოო ტექსტი კენჭისყრისთვის კომიტეტზე გამოვიტანოთ. პარლამენტი, რა თქმა უნდა, პრინციპულ რეზოლუციას მიიღებს, სადაც ჩვენ არა მხოლოდ შეფასებებს, არამედ კონკრეტულ ქმედებებსაც მოვითხოვთ – ეს არის გამოძიების ჩატარება, ასევე, საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, საბოლოო ინფორმაცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი.