არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, ტიგრან ავინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება.

საუბრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ისაუბრეს აქტიურ საპარლამენტთაშორისო კავშირებზე როგორც კომიტეტების, ისე მეგობრობის ჯგუფების დონეებზე. ასევე, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის როლს მსხვილი რეგიონული პროექტების განხორციელებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის ვიცე პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებისა და შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობაზე.