არჩილ თალაკვაძე - შევსებულ დოკუმენტში ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარზე ყველა შესაბამის ინსტიტუტთან ერთად იმუშავა. მისივე თქმით, შევსებულ დოკუმენტში ყველა ობიექტური, მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული.
როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, ევროკავშირის წინაშე პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებენ, რის გამოც პრემიერი სამუშაოს პირადად უწევს კოორდინაციას.
„საქართველოს მთავრობამ კითხვარზე ყველა შესაბამის ინსტიტუტთან ერთად იმუშავა და პირველი ნაწილის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკვე მოხდება. მთავრობა მუშაობას განაგრძობს. ყველა ობიექტური, მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის. კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა პასუხისმგებლობა არის ის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენდეთ. სწორედ ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ სამუშაოს კოორდინაციას პირადად უწევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და შევსებულ დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კალ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს.