არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტმა „ტელესკოლა“ ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, იყოს სასწავლო პროცესში ჩართული, განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას ეთნიკური უმცირესობებისთვის
არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტმა „ტელესკოლა“ ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, იყოს სასწავლო პროცესში ჩართული, განსაკუთრებით გამოვყოფ პროგრამას ეთნიკური უმცირესობებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „ტელესკოლა“ წარმატებული ინიციატივაა.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების საკითხს განიხილავენ.

არჩილ თალაკვაძემ პედაგოგებს დისტანციური სწავლების პროექტში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით გამოყო პროექტი „ტელესკოლა“, ასევე პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.

„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს. ახლა, ამ მომენტში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობს ამ პროცესში, იღებს ყოველდღიურად განათლებას. პროექტი მიმდინარეობს უწყვეტად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო.

ასევე, კარგი და წარმატებული ინიციატივა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, იყოს პროცესში ჩართული და განათლების პროცესი არ შეწყდეს. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ინიციატივა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, სადაც ასევე განათლების მიწოდების პროცესი ამ პროექტის შედეგად შენარჩუნდა და ხელმისაწვდომი დარჩა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.