არჩილ თალაკვაძე - საზოგადოების უდიდესი ნაწილის და პარტნიორების მოლოდინია, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ამომრჩეველმა გადაწყვიტა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინია, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა.
„აშშ და ევროკავშირის ელჩები ფასილიტაციას უწევენ პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც პოზიციების დაახლოება და პარტიების მუშაობის საპარლამენტო სივრცეში დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი სულისკვეთება არის თანხმობაში იმასთან, რაც სურთ ჩვენს მოქალაქეებს და რაც სურთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს. და ეს სურვილი, ამ შემთხვევაში, სრულად ასახავს დემოკრატიის პრინციპს, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიის ფუნდამენტი“, – განაცხადა თალაკვაძემ საპარლამენტო საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.