არჩილ თალაკვაძე - საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჯერა, რომ მელიას, ხაბეიშვილს და სხვებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გავლენებისთვის იბრძვიან, რეალურად აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა
არც მე და არც საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჯერა, რომ მელიას, ხაბეიშვილს და სხვებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით თანამდებობისთვის, გავლენებისა და შიდა დაფინანსებითვის იბრძვიან, რეალურად აინტერესებთ რომელიმე პატიმრის ან პატირობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს მათი მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ემუქრებოდა რიგგარეშე არჩევნებით და მიიღო შიდაპარტიული რიგგარეშე არჩევნები.
„სწორედ ამ პროცესში არიან, ვის უფრო აინტერესებს და ვის უფრო მეტად სტკივა და თანაუგრძნობს მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილის ოჯახსაც კი არ სჯერა მათი განცხადებების და მათი გულწრფელი თანადგომის. ასე რომ, ყველაფერი ნათქვამია. ისინი აანონსებდნენ ცხელ შემოდგომას და ნახეთ, რომ საკმაოდ ნორმალური შემოდგომა იყო საქართველოში, აანონსებდნენ წარღვნას და ის არ მოხდა, აანონსებდნენ როგგარეშე არჩევნებს და მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში. ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და დღეს თავისი ლიდერის გადადგომით არიან დაკავებული. ასე რომ, ახლა როდესაც აქციებს აანონსებენ, ალბათ ერთმანეთს მოუწყობენ ამ აქციებს, ყველაფერი, რაც თქვეს, სწორედ მათი პარტიის შიგნით მიმდინარეობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, – „ამ დრომდე ამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულანტობდა, ახლა რას ფიქრობთ?“ – არჩილ თალაკვაძე პასუხობს: „ამ დრომდე და ახლა რასაც ვამბობდით, შეგიძლიათ, ქრონოლოგიურად ამოიღოთ, ეს ყველაფერი დაალაგოთ კალენდრის მიხედვით და აჩვენოთ საზოგადოებას“.