არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ დამატებითი ზომები, რომელიც პარლამენტმა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის მიიღო, ეფექტური იქნება. ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამასთან, კოლეგებს და საზოგადოებას გამოჯანმრთელება უსურვა.
„იმედი მაქვს, დამატებითი ზომები, რაც ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის პარლამენტმა მიიღო, ეფექტური იქნება. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ კოლეგებს, ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ, ზედმიწევნით დაიცვას უსაფრთხოების ის წესები, რაც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის მოწოდებული. პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება – ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, რომ მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.