არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, დავაკვირდებით რა იქნება მოქალაქეების დაკვეთა
არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, დავაკვირდებით რა იქნება მოქალაქეების დაკვეთა

ეს არის ხალხის ფული და დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იმ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარა ამბობენ.

მისი თქმით, „საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში იმუშაონ“.

„საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედამხედველობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას. შესაბამისად, ჩვენ დავაკვირდებით საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მოქალაქეების დაკვეთა და შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.