საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი პროდუქტიული იყო და ვაშინგტონში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
შეხვედრის შემდეგ ელჩმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ვაშინგტონში მის ვიზიტთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ მალე ისევ შევხვდებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.