არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სასამართლო სისტემას დადებითი საერთაშორისო შეფასებები აქვს, ვისაც არ სჯერა, დაინტერესებულია, როგორმე ზიანი მიაყენოს
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სასამართლო სისტემას დადებითი საერთაშორისო შეფასებები აქვს, ვისაც არ სჯერა, დაინტერესებულია, როგორმე ზიანი მიაყენოს

საქართველოს სასამართლო სისტემას დადებითი საერთაშორისო შეფასებები აქვს. ვისაც არც ერთის, არც მეორის და არც მესამის არ სჯერა, როგორც ჩანს, თავის პირადი დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და დაინტერესებულია, როგორმე ზიანი მიაყენოს საქართველოს სასამართლო სისტემას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, სასამართლოს ხშირად ის ადამიანები აკრიტიკებენ, ვისაც დავები მოგებული აქვს.

„ხელისუფლება სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმებს ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს, რომელმაც მოიტანა ის, რომ დღეს სტრასბურგში 60 პროცენტით არის შემცირებული საქართველოს მოქალაქეების საჩივრები. ასევე სახელმწიფო ორგანოებთან დავებში ადამიანები თავის სიმართლეს ამტკიცებენ და მიღწეულია ლოგიკური ბალანსი. საქართველოს სასამართლო სისტემას დადებითი საერთაშორისო შეფასებები აქვს. ვისაც არც ერთის, არც მეორის და არც მესამის არ სჯერა, როგორც ჩანს, თავის პირადი დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და დაინტერესებულია, როგორმე ზიანი მიაყენოს საქართველოს სასამართლო სისტემას. ხშირად, სასამართლოს ის ადამიანები აკრიტიკებენ, ვისაც დავები თავად ჰქონდათ და მოიგეს. ვგულისხმობ ოპოზიციურ არხებზე მომუშავე ჟურნალისტებს. მაშინ, რატომღაც, არ გაახსენდათ და არ ჰქონდათ კრიტიკული მოსაზრებები სასამართლოზე, როცა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ სტრასბურგმა დაადასტურა იგივე, მაშინ ეს ადამიანები არ გვინახავს, რომ სამართლიანი შეფასებები გაეკეთებინოთ. ბოლოს, პარლამენტის ძალადობრივ დაბლოკვაზეც მიიღო სტრასბურგმა გადაწყვეტილება და დაადასტურა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასეთი ძალიან ბევრი მაგალითია. როგორ ხდება ისე, რომ მათი ინტერესები სადაც არის, იქ კარგია სასამართლო და მათი ინტერესები, სადაც არ არის, იქ თურმე ცუდია? რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენცია დღეს გამართა, რომლითაც მმართველი გუნდის მიერ სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხმიანება. როგორც კოალიციის წევრებმა განაცხადეს, „მმართველი გუნდის სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ​უგულვებელყოფს მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს“.