არჩილ თალაკვაძე - საქართველო არის საკმაოდ რთულ რეგიონში, მაგრამ ძლიერი მხარდაჭერა აქვს დასავლეთის მხრიდან
არჩილ თალაკვაძე - საქართველო არის საკმაოდ რთულ რეგიონში, მაგრამ ძლიერი მხარდაჭერა აქვს დასავლეთის მხრიდან

საქართველო არის საკმაოდ რთულ რეგიონში, მაგრამ აქვს ძლიერი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ საქართველომ გლობალურ ბაზარზე ინტეგრაცია მოახერხა.

„გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ხელშეკრულება ჩინეთთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება აშშ-სთან. ეს რაც შეეხება ბაზრის დივერისფიკაციას. ასევე ჩვენ შევძელით საქართველოს ენერგეტიკის კიდევ მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა, უსაფრთხოების საკითხთან ერთად, როდესაც საქართველო არც ერთ პროვოკაციაში არ შესულა და რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის ადგილს ინარჩუნებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული კურსი სწორია.

„არის ხალხი, ვინც ძალიან რადიკალურად უყურებს ამას, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობა, მაგრამ მინდა, მივმართო ოპონენტებს, საქართველოსა და ამ რეგიონს აქვს კონკრეტული გეოგრაფია და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვავითარებთ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს დასავლეთთან, გავდივართ ახლა ბაზრებზე, ეს გეოგრაფია არის მოცემულობა, რომლის შეცვლა შეუძლებელია. საქართველო არის საკმაოდ რთულ რეგიონში, მაგრამ აქვს ძლიერი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.