არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება ქალების უფლებების დამცველი
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება ქალების უფლებების დამცველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.
„ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით, სოციალურ- ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალი არის ამ დარბაზში, ქალები რომლებიც მუშაობენ, რომლებიც ზრდიან შვილებს, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც დიდ საქმეს უკეთებენ ჩვენს საზოგადოებას. დიახ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები. დღეს მოდის ლიდერი და მონაწილეობს ამ კამპანიაში ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.