საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში, განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.
რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი, ეს საკითხი არ ყოფილა განხილვის საგანი უმრავლესობის სხდომაზე.
შესაძლოა, ზოგიერთ დეპუტატს აქვს მოსაზრება ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა, მე გეუბნებით, უმრავლესობის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით, რომ სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.