არჩილ თალაკვაძე - სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, მე ჟენევაში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა
სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სანდრა რულოვსის განცხადების პასუხად აღნიშნა.
სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძე 2013 წლამდე მასთან მუშაობდა და მისი ასისტენტი იყო.
„სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან – სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.