არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფოს აქვს სრული მზადყოფნა, რომ აღკვეთოს და რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ არჩევნებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს სრული მზადყოფნა, აღკვეთოს და რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ისეთ ფაქტზე, რომელიც ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ არჩევნებს და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთებას.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ იმ ინფორმაციამ, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ საზოგადოებას და დამკვირვებლებს, გარკვეულწილად უზრუნველყო ამ პროვოკაციების პრევენცია, თუმცა ჯერ საარჩევნო დღე მხოლოდ ახლა დაიწყო, დაველოდოთ დღის ბოლოს. რაც მთავარია, სახელმწიფოს აქვს სრული მზადყოფნა, რომ აღკვეთოს და რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ისეთ ფაქტზე, რომელიც ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ არჩევნებს და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.