არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფომ პირველ რიგში რეაგირება და პასუხისმგებლობის შეფასება თავის მხარეს დაიწყო
სახელმწიფომ პირველ რიგში რეაგირება და პასუხისმგებლობის შეფასება თავის მხარეს დაიწყო, ანუ სამართლებრივი რეაგირება და გამოძიება პირველ რიგში დაიწყო სამართალდამცავთა მისამართით, – ეს განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
„მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში რეაგირება და პასუხისმგებლობის შეფასება თავის მხარეს დაიწყო. სამართლებრივი რეაგირება და გამოძიება პირველ რიგში დაიწყო სამართალდამცავთა მისამართით, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი რეაგირება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც შესაძლოა, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, თუ ამ ძალადობრივი აქციის წაქეზებაში მონაწილეობდნენ. ამიტომ ეს თანმიმდევრობა აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.