არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები სწორი და შედეგიანი იყო
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, იყო სწორი და შედეგიანი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის აშშ-სთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად.
„მისასალმებელია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დადებითად ფასდება საქართველოში საინვესტიციო გარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, იყო სწორი და შედეგიანი. „ქართული ოცნება“, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი მზად არის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან განაგრძოს რეფორმები და კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებად. რასაკვირველია, გლობალური პანდემია ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მსოფლიო ეკონომიკისთვის და ამან გავლენა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას. ამის გაკეთე სწორი რეფორმებით და რაციონალური ნაბიჯებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.