არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო ორგანო ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის მიმდინარეობას თვალს ადევნებს
არჩილ თალაკვაძე - საკანონმდებლო ორგანო ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის მიმდინარეობას თვალს ადევნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის მიმდინარეობას თვალს ადევნებს.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ისევე, როგორც გარდაცვლილთა ოჯახების, ასევე ყველას ინტერესია, რომ ამ საქმის გამოძიება ობიექტური შედეგებით დასრულდეს და სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

„რა თქმა უნდა, პარლამენტი გამოძიების მიმდინარეობას თვალს ადევნებს, პროკურატურამ იმ ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით ამომწურავი განმარტებები გააკეთა, რომელიც ახლა ხელთ აქვთ. კარგია, რომ განცხადება საჯაროდ გააკეთა”, – განაცხადა თალაკვაძემ.