არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს ცესკო-ს დაკომპლექტების ახალ წესს, რაც აპრიორი არ ნიშნავს, რომ დოკუმენტის ხელმოწერით თამარ ჟვანია თანამდებობიდან თავისუფლდება
არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს ცესკო-ს დაკომპლექტების ახალ წესს, რაც აპრიორი არ ნიშნავს, რომ დოკუმენტის ხელმოწერით თამარ ჟვანია თანამდებობიდან თავისუფლდება

პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ. ეს ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს. ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით, თამარ ჟვანია თანამდებობიდან თავისუფლდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ჟვანიას მისაღები იქნება.

„შესაბამისად, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ მის მიმართ ასეთი მოთხოვნა არ იქნება. თანამდებობასთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადწყვეტილება მისი მისაღებია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.