არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი კვებაზე თავად უარს ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია, ხელისუფლებას პაციენტი საუკეთესო კლინიკაში ჰყავს განთავსებული
სახალხო დამცველის ფარგლებში შექმნილი კონსილიუმი მოქმედებს საჯარო მანდატით. მათ ღიად აქვთ გაცხადებული, რომ მათი საქმიანობის მიზანია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგი და მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას პაციენტი სააკაშვილი საუკეთესო კლინიკაში ჰყავს განთავსებული
„გვაინტერესებს, თუნდაც ბოლო ვიზიტის შემდეგ კონსილიუმმა რა დანიშნულება მისცა პაციენტს და ის ასრულებს თუ არა დანიშნულებას? შეიძლება, გვიპასუხონ, რომ დაცულია პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილის ოჯახსა და მის გარემოცვას მოვუწოდებთ, ამ კითხვებს მაინც უპასუხოს კონსილიუმმა. სხვა მხრივ, როცა სააკაშვილი კვებაზე თავად უარს ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია. ხელისუფლებას პაციენტი საუკეთესო კლინიკაში ჰყავს განთავსებული და პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, სრულყოფილად არ იკვებება“, – განაცხადა თალაკვაძემ.