არჩილ თალაკვაძე - რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე
არჩილ თალაკვაძე - რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე

გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც, რასაც გადაწყვეტს ჩვენი საზოგადოება, რასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, როდესაც 2017-2018 წლებში ჩატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ამ რეფორმაში ჩაიდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება.

„წელს უკვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გულწრფელი მოთხოვნის შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით და ეს არჩევნები 2024 წლიდან გადმოვიტანეთ 2020 წელს. შესაბამისად, პროპორციული მოდელი, ნულოვანი ბარიერით გულისხმობს იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია შესაძლოა, მიიღებს შესაბამის უმრავლესობის მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა, საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.