არჩილ თალაკვაძე - რისთვისაც ჩამოიყვანეს და ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, იმისთვის ითხოვს სხვა საავადმყოფოში გადაყვანას
მე ვთვლი, რომ რისთვისაც ჩამოიყვანეს და ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, იმისთვის ითხოვს სხვა საავადმყოფოში გადაყვანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ღამის კურიერში“ განაცხადა.
„რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში საკვებ პროდუქტებთან ერთად უკანონოდ სატვირთო მანქანით?სააკაშვილის ჩამოსვლის და შიმშილობის მიზანია, რომ ქვეყანა, ხელისუფლება და საზოგადოება მოსწყდეს იმ ძირითად ამოცანებს, რაც ყოველდღიურად არის ამ ქვეყანაში გადასაწყვეტი და ეს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რათა მათი მიზანია დესტაბილიზაცია და ქვეყნის გადაგდება არასწორ რელსებზე.
მიხეილ სააკაშვილმა თავად გადაწყვიტა შიმშილობა, იქამდე მას არანაირი სამედიცინო პრობლემა არ ჰქონდა. დღესაც შიმშილობის გარდა არანაირი სამედიცინო პრობლემა არ ჩანს. მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელმაც სააკაშვილის უკანონო შემოსვლაზე კანონიერი რეაგირება მოახდინა,
პენიტეციური სისტემა მზად არის, რომ მოემსახუროს მას, დაამატა პერსონალი, საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი და ამ სახელმწიფოს ოპოზიციონერები ეუბნებიან, რომ თქვენ ყველაფერს დაანებეთ თავი და მიხეილ სააკაშვილს მიხედეთო. სააკაშვილს კი არ ეუბნებიან შეწყვიტე შიმშილობაო“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.