არჩილ თალაკვაძე - რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, თუ სუს-ის პროგნოზები მართალია, რატომ არ ხდება არეულობაო, ზუსტად იმიტომ არ ხდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად მუშაობენ
რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, თუ სუს-ის პროგნოზები მართალია, რატომ არ ხდება არეულობაო. ზუსტად იმიტომ არ ხდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გუშინ ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა.
„პასუხები ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იყო გაცემული. მან პარლამენტს ბევრი საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. კარგი იქნებოდა, რომ სხდომას ოპოზიციაც დასწრებოდა. რადიკალურმა ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, თუ სუს-ის პროგნოზები და ანალიზი მართალია ხოლმე, მაშინ რატომ არ ხდება ის არეულობა და დესტაბილიზაცია, რაზეც სუს-ი წლების განმავლობაში საუბრობდაო. ზუსტად იმიტომ არ ხდება, რომ ეფექტურად მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ერთი მხრივ, საზოგადოებას ეუბნება, თუ საფრთხეა, მეორე მხრივ, ამ საფრთხეებს და რისკებს ანეიტრალებს. ამიტომ არ მოხდა ის არეულობები, რომლებიც თქვენ – რადიკალურ ოპოზიციას გქონდათ დაგეგმილი. ეს არის პასუხი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.