არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზადყოფნა, თუმცა ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ საკითხებს, რომლებიც მათი პარტიული ინტერესის საგანია
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზადყოფნა, თუმცა ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს იმ საკითხებს, რომლებიც მათი პარტიული ინტერესის საგანია

იმ საკითხებზე, რაც საქართველოსა და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, პოზიციები არის დაახლოებული და ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალში თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხდა.

„მართლაც ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები იყო და მოკლედ რომ შევაჯამო, გეტყვით, რომ სახელმწიფოსთვის საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან არსებობდა სრული მზადყოფნა, სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული. ჩემს ამ შეფასებას ადასტურებს დღეს თქვენს წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუასა და ნიკა მელიას საკითხი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება სწორ შეფასებას გააკეთებს, ვინ რაზე იყო ორიენტირებული.

„დღეს შესაძლებელი იყო სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან, მთავარ თემებზე შეთანხმება, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო სრული მზადყოფნა ამისთვის, თუმცა ოპოზიცია არ იყო მზად ამ ნაბიჯებისთვის და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა იმ საკითხებს, რაც მოქალაქეებს და საქართველოს სჭირდება, არამედ საკითხებს, რომლებიც მათი პარტიული ინტერესის საგანია. მეორე, მსურს მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დრო არ იყო დაკარგული დრო. იმ საკითხებზე, რაც საქართველოსა და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, პოზიციები არის დაახლოებული და ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალში თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ ამაზე შეთანხმებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.