არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გამოარჩევს ის, რომ ვიყავით და ვრჩებით დემოკრატიული პრინციპების ერთგული, საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, ვაგრძელებთ მუშაობს ისეთ საკითხებზე, რომელიც დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გააფორმეს.
„ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზურნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება.
„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ გააძლიერა ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.