არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე
„ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღის წესრიგში რთული პოლიტიკური საკითხებია, რომლებზეც მმართველმა პარტიამ სათანადო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
„ეს არის მეტწილად მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სწორედ ამას უკავშირდება, რომ განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები გვესმის. შესაძლოა, რთული გარდაქმნების პერიოდი იყოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვეს.