არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ პატივი სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას, ამას მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ პატივი სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას, ამას მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას

„ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს, რომელსაც ცესკო გამოაცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრაზე ითქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტული იყო.

„მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიმეორეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო მოსაზრება არის ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს, რომელსაც ცესკო აცხადებს. შესაბამისად, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ასევე პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმ შედეგებს, რომელსაც ცესკო გამოაცხადებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.