არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც დაამტკიცა ჩვენი ჯარისკაცების სიმართლე, ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოებში ქვეყნის ინტერესები დაიცვა
„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი და ის ხელისუფლება, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებში მოიგო მნიშვნელოვანი პროცესები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოებში ქვეყნის ინტერესები დაიცვა.
„დავამტკიცეთ ჩვენი ჯარისკაცების სიმართლე, რომ მათ არ დაუწყიათ შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე, როგორც დაადანაშაულა, სამწუხაროდ, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი ქვეყანა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ამ შემთხვევაში, კითხვები არსებობს სააკაშვილსა და იმ დანარჩენ ოპონენტებს შორის, რომლებსაც აწუხებთ ეს საკითხი. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, რატომ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში. ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენი მიზანი იყო, დაგვემტკიცებინა სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.