არჩილ თალაკვაძე - „ქართულ ოცნებაში“ რეფორმების ახალი ტალღა იწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში
პარტია “ქართულ ოცნებაში” იწყება რეფორმების ახალი ტალღა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განახცადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა რაიონში ტარდება კონფერენციები, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს აირჩევენ.
„დღეს თბილისის მასშტაბით იმართება პარტიული კონფერენციები, რომელსაც კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე უძღვებიან. ამ შეხვედრებით უკვე დასასრულს უახლოვდება მზადება ყრილობისთვის. 11 მაისს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე და განახლებული პოლიტიკური საბჭო იქნება დამტკიცებული. როგორც იცით, პარტიაში იწყება რეფორმების ახალი ტალღა, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში. სწორედ ამ მიზნით, პარტიულ კონფერენციებზე მოხდა ყველგან გუნდების განახლება, ბიუროს წევრების შემადგენლობის განახლება, დამტკიცდებიან ადგილობრივი ორგანიზაციების ახალი თავმჯდომარეები. ეს პროცესი ხვალ დასრულდება და ჩვენი პარტია “ქართული ოცნება” მზად იქნება ყრილობისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.