არჩილ თალაკვაძე - „ქართულ ოცნებას“ 2020 წლამდე პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება
„ქართულ ოცნებას“ 2020 წლამდე პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ კარს გაუღებს ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პოლიტიკაში, პარტიასა და პარლამენტშიც.
„პროცესი, რომელიც უმრავლესობაში მიდის, რა თქმა უნდა, კარს გაუღებს ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პოლიტიკაში, პარტიასა და პარლამენტშიც. ეს თქვა გასულ წელს პარტიის თავმჯდომარემაც და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია, უფრო მეტად ინტენსიური გახდება 2020 წლის არჩევნების მოახლოებისთვის.
არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, არის ქვეყანაში ბევრი წარმატებულია ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით. ეს ეხება ყველა ასაკს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ კარს გახსნის ამ ადამიანებისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.