არჩილ თალაკვაძე- პრეზიდენტმა ვეფხია ბაქრაძის მიმართ სამართლებრივი შეღავათები არაჯეროვნად გამოიყენა
თუ გუნდში იქნება მსჯელობა, რომ ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს ის შეღავათები, რაც პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში გამოიყენა, მხარს დავუჭერ. ასეთი განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებაზე.
„ სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მხრიდან არაჯეროვნად იყო გამოყენებული სამართლებრივი შეღავათები ადამიანის მიმართ, რომელიც, როგორც ჩანს, ამას არ იმსახურებდა. რა თქმა უნდა, ჯერ მას ბრალდებულის სტატუსი აქვს და სასამართლო პროცესი წინ არის, თუმცა თუ გუნდში იქნება მსჯელობა, რომ მომავალში ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს იმ ტიპის შეღავათები, როგორიც ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა, აუცილებლად მხარს დავუჭერ. პირადად მე ვფიქრობ, რომ
უმრავლესობის შიგნით ამაზე დისკუსიის ინიცირება უნდა მოხდეს”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.