არჩილ თალაკვაძე - პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და რეფორმებზე, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და რეფორმებზე, რომლებიც, თალაკვაძის თქმით, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თალკვაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, მათ შორის ახალი სახეებიც.
„დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, მათ შორის არიან ახალი სახეები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნებიან.
ჩვენ ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და რეფორმებზე, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება.
ხვალ დილით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს მინისტრთა განახლებულ კაბინეტს. რაც შეეხება პროცედურებს, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს მინისტრთა ახალ შემადგენლობას, რის შემდეგაც ის მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ახალ კაბინეტს, რომლებსაც მოჰყვება საკომიტეტო მოსმენები. შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე პარლამენტი კენჭს უყრის განახლებულ კაბინეტს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ დაასახელებს.