არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური სერიალი დაიწყო, სოსო თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი სხვა პოზიციებიდან იმუქრება, პარტიაში სერიოზული კრიზისია
ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო – თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.
თალაკვაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა.
„წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ლიდერები ჰყავთ, თუმცა სინამდვილეში, ეს პარტია ყოველთვის ერთი კაცის პარტია იყო. აღმოჩნდა, რომ ერთი კაცის პარტიაა. ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო – თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება. რეალურად, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია. სოსო თოფურიძის მუქარა, რომ პოლიტიკური ბადით მიდის „ნაციონალური მოძრაობაში“, ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება, პარტიის ლიდერები გადააქციოს თევზებად, რადგან ეს ბადე შავ ფულსა და კორუფციაზე ლაპარაკობს, მით უმეტეს ისეთი პარტიისთვის, რომელსაც მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს და მხილებულია, მათ შორის კორუფციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.