ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში, არ იყენებს მნიშვნელოვან ტრიბუნას და ინსტრუმენტებს, შესაძლებლობებს, არის დაკარგული დრო მათთვის, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, რომ რაც უფრო მეტ ხანს განაგრძობს პოლიტიკური პროცესის საბოტაჟს, რასაკვირკველია, ეს საერთო ჯამში აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რასაც დღეს ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს, სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური მართლმსაჯულება.
„პოლიტიკური მართლმსაჯულება, ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ ამაზე, და არა მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, გახლავთ ის, როდესაც ოპოზიცია სთხოვს მმართველ პარტიას, რომ დავალება მისცეს მართლმსაჯულებას მელიას გათავისუფლებაზე, აი, ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოსო და მეორე ხელით გთხოვენ, რომ დაავალე მართლმსაჯულებას ეს კონკრეტული დავალებაო, ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, რამაც ასევე ვფიქრობ, რომ ხელი შეუშალა ამ შეთანხმებას და ეს იყო ოპოზიციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მომავალში შეთანხმების საგანი შესაძლოა, გახდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები.
„შეთანხმების საგანი შესაძლებელია, გახდეს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ის რეფორმები, რომლებიც დღეს ჩვენ განვიხილეთ და რაზეც პოზიციები პრაქტიკულად დაახლოებულია. ეს არის სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელეთ და რაც არის არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებში, არამედ ყველას ინტერესებში. კითხვაზე, როდის შეიძლება ამაზე შევთანხმდეთ, შეიძლება შევთანხმდეთ მაშინ, როდესაც რასაც ვამბობთ, ამას გავატარებთ რეალურ ცხოვრებაში. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რაც სჭირდება საზოგადოებას და ქვეყანას. ოპოზიციაც იმავეს აცხადებს, თუ ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მაშინ მოდით, რაც ქვეყანასა და საზოგადოებას სჭირდება, იმას დავაფუძნოთ ჩვენი შეთანხმება. რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობას, თქვენ იცით, რომ პარლამენტი დღეს საქმიანობს იმ რეჟიმში, როდესაც შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ლეგიტიმურად, გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა. საკონსტიტუციო ცვლილება არ არის ჩვენთვის არც ერთ შემთხვევაში პრიორიტეტული, ვინაიდან როდესაც რეფორმა გავაკეთეთ, ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს ჰქონოდა სტაბილური კონსტიტუცია, რომელსაც პარტიები ყოველ წელს ან ყოველი მოწვევის პარლამენტში არ ცვლიან. შესაბამისად, აქ ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა პარლამენტის საქმიანობის შესაძლებლობასთან არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ორი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი, ჩვენი დიდი სურვილია, რომ პარლამენტი მუშაობდეს ზუსტად იმ სახით, როგორც ის აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, სამართლიანი და კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რათა ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. დღეს ეს ოპოზიციას გაცილებით უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე კონკრეტულად მმართველ გუნდს. საერთო ჯამში, ეს სჭირდება პარლამენტს, მაგრამ ოპოზიციას სჭირდება, რომ ჰქონდეს პოლიტიკური ტრიბუნა და იყოს ჩართული იმ პროცესში, რისთვისაც ისინი ხალხმა აირჩია. ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შემოდის პარლამენტში, არ იყენებს იმ მნიშვნელოვან ტრიბუნას და ინსტრუმენტებს, ეს არის, მაგალითად, 30 დეპუტატით დებატების დანიშვნის შესაძლებლობა, 50 დეპუტატით საგამოძიებო კომისიის შექმნა ნებისმიერ საკითხზე, 50 დეპუტატის მოთხოვნით პრემიერისა და მინისტრების მოწვევა დებატებში და მოსმენა ნებისმიერ საკითხზე, კიდევ სხვა ინსტრუმენტები, ეს არის ნდობის ჯგუფი და სხვა საკონტროლო ინსტრუმენტები, მერწმუნეთ, ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ იყენებს ამ შესაძლებლობებს, არის დაკარგული დრო მათთვის, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, რომ რაც უფრო მეტ ხანს განაგრძობს პოლიტიკური პროცესის საბოტაჟს, რა საკვირკველია, ეს საერთო ჯამში აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღეს რომ ვისმენდით, ამაშიო ფასსო გადაიხდის „ქართული ოცნებაო“, აი, ეს არის ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადება და რატომ – ის ოპოზიცია გვეუბნებოდა, მოდით, ხალხს ვკითხოთ, უნდათ თუა რა არჩევნებიო და რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნები რომ ჩავატარეთ და ხალხს რომ ვკითხეთ, თუ რომელი პარტიები რა რაოდენობით სურდა პარლამენტში, ის გადაწყვეტილება რატომ არ იყო გათვალისწინებული და რატომ არ ეცით პატივი ჩვენი ხალხის იმ გადაწყვეტილებას და რა გარანტია გვაქვს მაშინ, რომ ხვალ რასაც ხალხს ვკითხავთ და პასუხებს მივიღებთ, ის იქნება თქვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი. ეს ელემენტარულია, ელემენტარული თანმიმდევრულიბაა საჭირო, რომ ჩვენმა მოქალაქემ შეაფასოს, რამდენად გულწრფელია აქ ოპოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას არჩევნების შედეგების გადამოწმების ბევრი მექანიზმი შესთავაზეს, თუმცა ყველაფერზე უარი თქვა.
„ზუსტად ეს არის მათი უპასუხისმგებლო ქცევა ამ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ უხერხულობის შექმნით და პროცესების ძირის გამოთხრით, როგორც ეს თქვეს ევროპარლამენტარებმა, ისინი ცდილობენ, რომ უსამართლო პირობებზე დაითანხმონ ხელისუფლება. მეორე, დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებულია ასეთი პრინციპი, რომ თუ ადამიანს რამეს აბრალებ, შენ ვალდებული ხარ, როგორც მინიმუმ, ეს დაასაბუთო ან თუ ვერ ასაბუთებ, ან უკან უნდა წაიღო ეს ბრალდება, ბოდიში უნდა მოიხადო ამ ბრალდების გამო. თუ ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა, ჩვენ შევთავაზეთ მინიმუმ სამი მექანიზმი ამის გარკვევის, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა, თანათავმჯდომარეობა და ყველაფრის გამოძიება, რაზეც აქვთ პრეტენზიები. ამაზე თქვეს უარი, გადათვლაზე, პარალელური შედეგების შედარებაზე თქვეს უარი, ჩანაწერების ნახვაზე თქვეს უარი, ყუთების გახსნაზე და ყველაფრის გადამოწმებაზე თქვეს უარი. შესაბამისად ითვლება, რომ ეს ბრალდება არის გაქარწყლებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არც ბოდიშს ვითხოვთ და არც ველოდებით მათგან ამას. ერთადერთი, რასაც ველოდებით და რასაც ვურჩევთ, არის, რომ სამართლიანი, პრაგმატული პირობების გარშემო შევთანხმდეთ და დავასრულოთ ეს უთანხმოება, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, რადგან თუ შენ ამბობ, რომ ხალხს მინდა, ვკითხო, მაშინ უნდა ახსნა ორი სამი თვის წინ რომ კითხე ხალხს, ის რატომ არ გაითვალისწინე და იმის ახსნა როცა არ გაქვს, მაშინ პირობების წაყენება, მით უმეტეს, სუბიექტური პარტიული პირობების წაყენება, ჩემი აზრით, აზიანებს დიალოგს“, – აღნიშნა არჩილ