არჩილ თალაკვაძე - პატრიარქის პოზიცია დროულია და შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებებსა და პრინციპებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მოსაზრებით, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დროული განცხადება გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ილია მეორის პოზიციას მიესალმება.
„როგორც ყოველთვის, პატრიარქის პოზიცია ძალიან დროულია და ზუსტად შეესაბამება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოა დაფუძნებული. ამ შემთხვევაში, პატრიარქის განცხადება ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებას გამოხატავს. მივესალმებით, რომ პატრიარქმა ეს განცხადება გააკეთა“, – დასძინა თალაკვაძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.