არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და ის „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება
პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს, და ის „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩის“ წარმომადგენლებს შეუძლიათ, პარლამენტში თანაბარ პირობებში იმუშაონ.
„გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში – იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მათ საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი ყველაფრით, თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, და ვნახოთ, რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.