არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის კარი ღია გახლავთ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის კარი ღია გახლავთ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია

საქართველოს პარლამენტის კარი გახლავთ ღია ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „გირჩის“ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „გირჩს“ აქვს სრული უფლება ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში.

„ჩვენი მიზანი და ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ, რომ პარლამენტი იყოს ზუსტად იმ სახით წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს პარლამენტში მისვლას გეგმავს.