არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის დატოვებაზე მოწოდებები მათგან ისმის, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ „აფსაიდში“ აღმოჩნდა და პარლამენტში ერთი მანდატიც არ გააჩნიათ
პარლამენტის დატოვებაზე მოწოდებები მათგან ისმის, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ „აფსაიდში“, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და პარლამენტში ერთი მანდატიც კი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე ცინიკური და ღიმილის მომგვრელია.
„ეს ცნობილი ისტორიიდან დაახლოებით ამას ჰგავს – მჟავე იყო და კბილს მომჭრიდაო. პარლამენტში მყოფ კოლეგებს დაახლოებით იმას ეუბნებიან, რომ პარლამენტში ჩვენ ვერ შევედით და თქვენც გამოდითო. ევროპელი კოლეგების მოწოდება იყო, რომ პარლამენტში მონაწილეობა მიიღონ იმაში, რისთვისაც ხალხმა აირჩია, დანარჩენი შეფასდა როგორც დემოკრატიისთვის ძირისგამომთხრელი. რადიკალური ოპოზიცია თუ პარლამენტის დატოვებით იმუქრება, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ეს ის ხალხია, ვინც საპარლამენტო განხილვებს არ ესწრება. მათი განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე ცინიკური და ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.