არჩილ თალაკვაძე - პანდემიის მიუხედავად, საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც დაადასტურა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა
პანდემიის მიუხედავად, საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც დაადასტურა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და რაც მთავარია, დაადასტურეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ასეთი მაღალი აქტივობით, პანდემიის პირობებში გამოცხადდნენ არჩევნებზე და ხმა მისცეს სხვადასხვა პარტიას. ამით მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს გვითხრეს, რომ სტაბილური პოლიტიკური სისტემა სჭირდებათ, სადაც არა ბოიკოტი და დესტრუქცია, არამედ საქმიანი პოლიტიკა იქნება, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად ოპონენტების წინასწარი განცხადებებისა, ახალი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება და დაიწყებს საქმიანობას. ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გლობალური კრიზისის პირობებში უარი თქვას დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.