არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
ამის შესახებ თალაკვაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ დემოკრატიას. შესაბამისად, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, – წერს თალაკვაძე.