არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საბოტაჟის გეგმა ჩაუვარდა და ახლა ცდილობენ, ილაპარაკონ, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს თანაგუნდელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საბოტაჟის გეგმა ჩაუვარდა და ახლა ცდილობენ, ილაპარაკონ, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს თანაგუნდელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს

ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ჩაუვარდა დესტაბილიზაციის, საბოტაჟის გეგმა და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ, ილაპარაკონ, თითქოს ირაკლი კობახიძეს აქვს ცუდი ურთიერთობა პრემიერ გახარიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელსაც ჩაუვარდა გეგმა და ჰქონდა ორი არგუმენტი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და თითქოს „ქართული ოცნება“ მარტო იქნებოდა პარლამენტში, დღეს ეს ორივე არგუმენტი რადიკალურ ოპოზიციას პრაქტიკულად, დაკარგული აქვს. ისინი ვერც კი ბედავენ, რომ ამ ბრალდებების გადამოწმებაში ჩაერთონ და მოიტანონ მათ ის არგუმენტები, რომელზეც საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ არსებობდა. ასეთი არგუმენტები არ არსებობს, დღეს ეს მოცემულობა გახლავთ. შესაბამისად, დარჩნენ რა ამ თავის წარუმატებელი პროექტის ამარა, დღეს მათი ერთადერთი სასაუბრო ხალხთან გახლავთ ის, რასაც ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ასე გამოხატავენ „წყალწაღბული ხავსს ეჭიდებოდაო“. ვინაიდან ჩაუვარდათ დესტაბილიზაციის და საბოტაჟის გეგმა ახლა მაქსიმალურად ცდილობენ, ილაპარაკონ, თითქოს ირაკლი კობახიძეს აქვს ცუდი ურთიერთობა პრემიერ გახარიასთან, ასევე, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრთან. ვიღაცას აქვს დაძაბულობა სხვა თანაგუნდელთან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით თალაკვაძემ განმარტა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჭორია.

„ეს ცვლილებები არის ჭორი და ვის მიერ არის მოგინილი, განვმარტე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.