არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ერთი ნაწილი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებს, როგორც ჩანს, მათთვის საკუთარი ხალხი და ქვეყანა მეორეხარისხოვანია
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ერთი ნაწილი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებს, როგორც ჩანს, მათთვის საკუთარი ხალხი და ქვეყანა მეორეხარისხოვანია

დღეს არის ერთად დგომის და სოლიდარობის დრო, ყველამ უნდა ვიმუშავოთ ეპიდემიის შეკავებისთვის, – ამ დროს ოპოზიციის ერთი ნაწილი აგრძელებს ბოიკოტს, რომელიც დაწყებული ჰქონდა გასულ წელს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად ნიჰილიზმის დათესვის და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობებისა, მთავრობა და პარლამენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.

„პარლამენტი მუშაობს. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება, იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მთავრობის დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს და ეს ეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც. როგორც კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა იქნება და მთავრობა მოგვმართავს ამ დასაბუთებით, პარლამენტი მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს ასეთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.