სხვის ბიზნესებს რომ ათვალიერებდით, იმიტომ გაგიშვათ ხალხმა სახლში და იქნებ ახლა მაინც გაიაზროთ, რომ სხვისი ბიზნესის თვალიერება არის დარღვევა იმ პრინციპების, რომელიც დემოკრატიასა და თანამედროვე სახელმწიფოს სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი არის მზარდი, დაბალანსებული, ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
“მინდა, გამოვეხმაურო პოლიტიკურ შეფასებებს, რომელიც ოპონენტებმა გააკეთეს. მგონი, თქვენ ან რიცხვების წაკითხვა არ შეგიძლიათ, ან ერთი დაზეპირებული მესიჯი გაქვთ წამოღებული თბილისიდან და მაგას ლაპარაკობთ ყველა სესიაზე. გარკვევით თქვა ფინანსთა მინისტრმა, რომ ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება. წელს მოხდა სერიოზული ეკონომია, ამ მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი და მომავალ წელს არის ამბიცია, რომ ადმინისტრაციული ხარჯები კიდევ უფრო დაიზოგოს. ეს არის არნახული ბიუროკრატია, რომელზეც თქვენ საუბრობდით, რადგან თქვენს ხელისუფლებაში წარმოუდგენელი იყო, წლიდან წლამდე თავად შეემცირებინა ამ მასშტაბით ადმინისტრაციული ხარჯები”, – განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატმა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელს, სერგო რატიანს მიმართა და სთხოვა, განემარტა რომელ პარტიას წარმოადგენდა.
“ბატონო სერგო, თქვენ უკვე „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენთ თუ საბჭოთა საქართველოს, ვეღარ გაგვიგია. ყოველ სესიაზე ყვებით საბჭოთა ანეკდოტებს და იქნებ ჩამოყალიბდეთ, რომელ ფრაქციას მიეკუთვნებით. რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, ფისკალური რისკების დოკუმენტზე საუბრობდით. დიახ, ფისკალური რისკების დოკუმენტი იმიტომ ჰქვია, რომ რისკებზეა საუბარი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თქვენი გუნდისთვის, რისკებზე ამ შემთხვევაში თავად ვსაუბრობთ, ეს მიუთითებს გამჭვირვალობაზე და ჩვენი ხელისუფლების გახსნილ მმართველობაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს წარმატებები და მთელი მსოფლიო რისკების მართვას ახორციელებს. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საქართველოს, რომელიც ევროკავშირთან ასე ახლოს არის, რისკების მართვაზე მეტს აკეთებს. კაკო ბობოხიძემ, რომელმაც დარბაზი დატოვა, შემოგვთავაზა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესი დავათვალიეროთო. ბატონო კაკო, სხვის ბიზნესებს რომ ათვალიერებდით, იმიტომ გაგიშვათ ხალხმა სახლში და იქნებ ახლა მაინც გაიაზროთ, რომ სხვისი ბიზნესის თვალიერება არის დარღვევა იმ პრინციპების, რომელიც დემოკრატიას და თანამედროვე სახელმწიფოს სჭირდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჩვენ ვალდებული ვართ მოსახლეობას ვუთხრათ, რას მოხმარდება ეს ბიუჯეტი.
როგორც იცით ბიუჯეტში ჩადებულია 20189 წესლ 12 მილიარდ 459 მილიონი ლარით რაც 739 მილიონი ლარით მეტია 20017 წლის ბიუჯეტის გეგმაზე, რა იქნება ის მიმართულებეი რაც დაფინანსდება 2018 წელს.
მნიშვნელოვანი იქნება მომავალი წლის ინვესტიციები და ზრდა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. დამატებითი თანხები მოხმარდება წყულის ინფრასტრუქტუირ მოწესრიგებას და ყველა მაჟორიტარმა იცის, რომ წყულის ინფრასტრუქტურა რეგინებში არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს ბიუჯეტი მომხრდება უფასო მედიაკმენტების პროგრამას და ქრონიკული დაავადების პაციენტებს 2018 წლის სახელმწიფო დააფინანსებს. ეს გაზრდილი ბიუჯეტი მომხრადება სოციალიური დაცვის პროგრამებს, მათ დამატებით დაფინანსებას, მოხმარდება ტურისტული იფრასტქრუტურის განვითარებას, ენერგეტიკულ პროექტებს, რაც მნიშვნელოვანია გაზრდილია მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები გაზიფიცირებისთვის.
ახლა მნიშვნლეოვანი ვთქვათ ძირითადი პრინციპი, რომელზეც ჩვენმა გუნდმა ამით იხელმძრვანელა, ეს არის ინგფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და ეს არის განათლება. რა აკავშრებს ამ სამ მიმართულებთას ერთმანეთტან, სამივე მიმაფრულება უკავშრდება მოსახლეობის კეთილდრეობას და ახალ სამუშაო ადგილებს,. ეს არის კონომიკა და კეთიდღეობა, რომელიც ჩვენი გუნდის გზავნილი იყო.
მინდა გამოვეხმაურო პოლიტიკური შეფასებესბ, რომელიც ოპონენტებმა გააკეთეს. მე მგონი თქვენ ან რიცხვების წაკითხვა არ შეგიძლიათ, ან ერთი დაზეპირებული მესიჯი გაქვთ წამოღებული თბილისიდან და მაგას ლაპარაკობთ ყველა სესიაზე. გარკვევით თქვა ფინანსთა მინისტრმა, რომ ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება. წელს მოხდა სერიოზული ეკონომია, ამ მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი და მომავალ წელს არის ამბიცია, რომ ადმისნიტრაციულ ხარჯები კიდევ უფრო დაიზოგოს, ეს არის არნახული ბიუროკრატია, რომელზეც თქვენ საუბრობრდით, რადგან თქვენს ხელისუფლებაში წარმოუდგენელი იყო წლიდან წლამდე ხელისუფლებას თვითონ შეემცირება ამ მასშტაბით ადმინისტრაციული ხარჯები.
მეორე ბატონო სერგო, თქვენ უკვე ევროპულ საქართველოს წარმოადგენთ თუ საბჭოთა საქართველოს ვეღარ გაგვიგია. ყოველ სესიაზე ყვებით საბჭოთა ანგედოტებს და იქნებთ ჩამოყალიბდეთ, რომელ ფრაქციას მიეკუთვნებით. რაც შეეხება ბატონ ზურაბს ფისკალური რისკების დოკუმენტზე საუბრობდით. დიახ, ფისკალური რისკების დოკუმენტი იმიტომ ქვია, რომ რისკებზეა საუბარი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენი გუნდისთვის რისკებზე ამ შემთხვევაში თვითონ ჩვენ ვსაუბრობთ ეს მიუთითებს გამჭვირვალობაზე და ჩვენი ხელისუფლების გახსნილ მმართველობაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქ წარმატებები და მთელი მსოფლიო რისკების მართვას ახორიციელებს და არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საქართველოს, რომელიც ევროკავშირთან ასეა ახლოს არის რისკების მართვაზე მეტს აკეთებს. აქ იყო ბატონი კაკო,რომელმაც დარბაზი დატოვა შემოგვთავაზა, რომ ბიძინას ბიზნესი დავათვალიეროთო. ბატონო კაკო, სხვის ბიზნესებს რომ ათალიერებდით იმიტომ გაგიშვათ ხალხმა სახლში და იქნება ახლა მაინც გაიზროთ, რომ სხვისი ბიზნესის თვალიერება არის დარღვევა იმ პრინციპების, რომელიც დემოკრატიას და თანამედროვე სახელმწიფოს სჭირდება.
ახალა ვნახოთ, რა პირობებში ხდება ამ ბიუჯეტის ფორმირება ჩვენ უნდა ვნახოთ კონტექსტი თუ რას მიაღწია საქართველომ და რაგამოწვევების წინაშე დგას საქართველო, მხოლოდ ეს გვაძლევს პასუხბე სიმ კტხვაზე რატომ მოხდა ბიუჯეტის ფორმირება.
ტურზმის არის გაზრდილი 7 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში 2, 8 მილიარდია შემოსავალი რაც ქვეყანამ მიიღო. თუ 7 მილიონი ადამიანი შემოვიდა საქართველოში, თუ ყველა ვთანხმებით ამ რიცხვს მასნ რა გალაპარაკებთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკან წავიდა, უსაფრთხოების დოზე დაეცა, ინვესტციები და ეკონომიკა აღარ ვიტარდება, საქართველოს ხელისუფკლებას აქვს პრობლემები, შუქი ჩამქრალია