არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია საკითხის განმარტებით ბარათში ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს სასამართლოს წმენდისკენ, „წმენდა“ არის სიტყვა, როგორც ესმის რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოს რეფორმა
ოპოზიცია საკითხის განმარტებით ბარათში ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს სასამართლოს წმენდისკენ და „წმენდა“ არის სიტყვა, როგორც ესმის რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოს რეფორმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის მიზანია სამი რაღაცის გამო.
„პირველი – იციან, რომ ევრორეკომენდაციებს ვასრულებთ და მისი ერთი ნაწილია სასამართლო, შესაბამისად, ამ თემის დაზიანებით ისინი ხელს შეუშლიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას; მეორე – ეს რეალური ჩარევის მცდელობაა სასამართლოს დამოუკიდებლობაში; მესამე – პოლიტიკური შურისძიება ყველა მოსამართლეზე, ვინც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ უმძიმეს საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო. ვერ ეგუებიან და არ სურთ იმის მოთმენა, რომ მოსამართლეებმა ეს საქმეები გადაწყვიტეს ისე, რომ სტრასბურგმაც დაადასტურა. ეს არის რეალური მოტივები, რატომაც უნდათ ამ კომისიის შექმნა. ოპოზიცია საკითხის განმარტებით ბარათში ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდებს სასამართლოს წმენდისკენ და „წმენდა“ არის სიტყვა, როგორც ესმის რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოს რეფორმა, – განაცხადა თალაკვაძემ.