არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, ვერ იგებენ არჩევნებს და აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, დესტაბილიზაცია და არეულობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელი ოპოზიცია სასოწარკვეთილია, რაზეც პარლამენტში მათი დღევანდელი ქცევა მიუთითებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი დესტაბილიზაციაა, რადგან არჩევნებს ვერ იგებენ.
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური პარტიები და მათი დაორგანიზებულია ეს ყველაფერი. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არგუმენტებით კამათი, ვერ იგებენ არჩევნებს და აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, დესტაბილიზაცია და არეულობა. გახსოვთ, წინა პარლამენტში როგორ იქცეოდნენ, როგორ ცდილობდნენ პარლამენტის ბლოკირებას, დღესაც აგრძელებენ იგივეს. კონკრეტულად ეს ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი ოპოზიცია, სხვას ვერაფერს დავარქმევ, როგორც დღეს ესენი იქცევიან პარლამენტის დარბაზში“, – განაცხადა თალაკვაძემ.