არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან იმას ემსახურება, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში
ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პარლამენტისა და არჩევნების წინააღმდეგ საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, ამ ეტაპზე, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი, მათი შეხვედრა და კომენტარები მეათეხარისხოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ნომერ პირველი საკითხი პანდემიის მართვა და ეკონომიკური ზიანის შემცირებაა.
„ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან იმას ემსახურება, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში არაერთი დაპირების მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მელია მასთან ჩადის. სხვა შინაარსს ან რაიმე პერსპექტივას, რომ საქართველოს მომავალი ცხოვრებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვერ ვხედავ“, – განაცხადა თალაკვაძემ.