არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერ თანამოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი, შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა ექნება
ნებისმიერ თანამოქალაქეს, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, აქვს სურვილი, შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა ექნება ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დაინახა, რომ იმუნიტეტი ამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი, ეს არის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც იცავს თითოეულ მოქალაქეს.
„ჩვენ გავხსენით პოლიტიკური პროცესი, მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა, აქვს სურვილი შექმნას პარტია და მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის არჩევნებში, ამის შესაძლებლობა ექნება ყველას. ნულოვანი ბარიერი და პროპორციული სისტემა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ახალმა პარტიებმაც, ძველმა, გამოცდილმა პარტიებმაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და სცადონ ხმების მოპოვება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.