არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ოპოზიციაში უკანა ადგილას ყოფნა, რადგან პარლამენტში ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ოპოზიციაში უკანა ადგილას ყოფნა, რადგან პარლამენტში ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა პარლამენტში დაინახავენ, თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში უკანა ადგილას ყოფნა, რადგან ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორების, საზოგადოების და ხელისუფლების პასუხისმგებლიანი ნაბიჯების შემდეგ პოლიტიკური პროცესი დაბრუნდა ნორმალურ კალაპოტში, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთო ოპოზიცია. შვიდთვიანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, უკვე „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიიღო გადაწყევტილება, რომ წავიდნენ „მარცხჯვნივ“. ზუსტად ასე შევაფასებდი, რადგან მათ თან უნდათ პარლამენტში ყოფნა, თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. მესმის ეს რითი არის განპირობებული. მათ მოატყუეს საზოგადოება და განსაკუთრებით საკუთარი მხარდამჭერები. უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, არის დესტაბილიზაცია, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, საბოტაჟი, ხელოვნური კრიზისი. შვიდი თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა ქვეყანას, იყო ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი.

პარტია, რომელიც მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ დაებლოკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი, ამით მათ ხელი შეუშალეს დემოკრატიის განვითარებას, დააკარგვინეს სახელმწიფოს დრო და ენერგია, თუმცა კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ახლა პარლამენტში დაინახავენ, თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა, რადგან ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.